ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმის ხიდზე იერიში მიიტანეს

11:46, 16.11.2026

ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმის ხიდზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ აქსიონოვი სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“ წერს.

მისი თქმით, ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დღის შუა პერიოდამდე შეიზღუდება. როგორც აქსიონოვი აცხადებს, ქერჩში ოპერატიული შტაბია შექმნილი და მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

უკრაინის სამხედრო უწყებას ყირიმის ხიდზე იერიშის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია და არც კომენტარი გაუკეთებია.

მსგავსი