ჰასან რუჰანი - ირანი ურანის გამდიდრების დასაჩქარებლად საჭირო ცენტრიფუგებზე მუშაობას განაახლებს
ჰასან რუჰანი - ირანი ურანის გამდიდრების დასაჩქარებლად საჭირო ცენტრიფუგებზე მუშაობას განაახლებს

ირანი ურანის გამდიდრების დასაჩქარებლად საჭირო ცენტრიფუგებზე მუშაობას განაახლებს, – ამის შესახებ განცხადება ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ გააკეთა.

როგორც ისლამური რესპუბლიკის მეთაური ამბობს, 6 სექტემბრიდან ირანი ე.წ. ბირთვული შეთანხმებით აღებული ვალდებულების კიდევ ერთ ნაწილს აღარ შეასრულებს.

„ირანი ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულების შემცირების მესამე ეტაპს დაიწყებს. კერძოდ, ირანი ატომური კვლევების შეწყვეტის შესახებ აღებულ ვალდებულებას აღარ შეასრულებს“, – განაცხადა რუჰანიმ.

ამავე დროს, ირანის ლიდერის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მზად არის, დაუბრუნდეს შეთანხმების შესრულებას, თუ აღნიშნული დოკუმენტის სხვა ხელმომწერებიც განაახლებენ ვალდებულებების შესრულებას.

ე.წ. ბირთვული შეთანხმების შესრულებაზე ირანმა მას შემდეგ განაცხადა უარი, რაც 2018 წლის მაისში აშშ-ი ხელშეკრულებიდან გავიდა და ირანის ნავთობინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.