მუჰამედ ჯავად ზარიფმა ფედერიკა მოგერინის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანმა ბირთვული ვალდებულებების შემცირების მესამე ეტაპი დაიწყო
მუჰამედ ჯავად ზარიფმა ფედერიკა მოგერინის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანმა ბირთვული ვალდებულებების შემცირების მესამე ეტაპი დაიწყო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შემცირებასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, აბას მუსავის განცხადებით, წერილში ნათქვამია, რომ თეირანმა ვალდებულებების შემცირების მესამე ეტაპი დაიწყო და ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებას წყვეტს, რომელიც საკვლევ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

მოჰამად ჯავად ზარიფის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ირანი მზად არის, აწარმოოს მოლაპარაკებები ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენილ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით.

ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ვითარება ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ გართულდა. ვაშინგტონმა თეირანს სანქციები დაუწესა, ირანმა კი ვალდებულებების ნაწილის შესრულებაზე თქვა უარი და დარჩენილ წევრებს პრობლემის მოსაგვარებლად ორთვიანი ვადა მისცა.