საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი ირანს მოუწოდებენ, უარი თქვას ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე
საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი ირანს მოუწოდებენ, უარი თქვას ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე

საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი ირანს მოუწოდებენ, უარი თქვას ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე. სამი ქვეყნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლოა, განხილულ იქნას ირანის 2015 წლის ბირთვულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული დავის მოგვარების მექანიზმი, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს გაერო-ს სანქციების დაწესება პაქტის ბოლო დარღვევების გამო.

ერთობლივი განცხადების თანახმად, ირანის ბოლოდროინდელი მოქმედებები ხელს უშლიდა მათ ძალისხმევას რეგიონში დაძაბულობის შესამსუბუქებლად. ევროპის ქვეყნები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავენ ირანის მიერ „ფორდოვის“ ბირთვულ ობიექტზე ურანის გამდიდრების განახლებით.

ირანს ბირთვული შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმაც.