გიორგი მერებაშვილი „ვისლას“ გულშემატკივრებმა შემოდგომის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოკითხვაში მხარი დამიჭირა. ასევე, ჩემს თანაგუნდელებს – მათ გარეშე ასეთი აღიარება შეუძლებელი იქნებოდა“, – ასე გამოეხმაურა გიორგი მერებაშვილი გამოკითხვის შედეგებს, რომელშიც ის სამი თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი პოლონელმა ფანებმა გამოარჩიეს – გიორგი მერებაშვილი ექსტრაკლასას პლოცკის “ვისლას” გულშემატკივრებმა შემოდგომის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
გამოკითხვა პოლონური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა – „ვისლას“ პრესსამსახურის ცნობით, გამოკითხულთა 65-მა პროცენტმა პირველ ადგილზე გიორგი დაასახელა, მეორე-მესამეზე კი, ურუგვაელი ნიკო ვარელა და დამიან შინანსკი გავიდნენ.