მერებაშვილმა პოლონეთში გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა - „პოდბესკიზემ“ მაინც ვერ მოიგო #1TVSPORT
მერებაშვილმა პოლონეთში გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა - „პოდბესკიზემ“ მაინც ვერ მოიგო #1TVSPORT

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ფორტუნა 1 ლიგის (პირველი ლიგა) ჩინებული თამაში ჩაატარა. „პოდბესკიზეს“ 35 წლის ქართველმა ლეგიონერმა მე-8 ტურში კელჩესკორონასთან“ გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც წააგო.

გათამაშების ლიდერმა „კორონამბიელსკო-ბიანაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მერებაშვილის გუნდმა ემოციურ შეხვედრაში მტკივნეული მარცხი განიცადა. გიორგი „პოდბესკიზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი მოედანზე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, იბრძოდა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

ანგარიში მე-18 წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა, იაკუბ ლუკოვსკიმ გახსნა, მაგრამ 44-ე წუთზე გიორგი მერებაშვილი საჯარიმოში შევარდა და მცველის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუსტად დაარტყა. იაკუბ ლუკოვსკიმ 53-ე წუთზე „კორონა“ კიდევ ერთხელ დააწინაურა, მაგრამ 59-ე წუთზე სტუმრებმა საკუთარ საჯარიმოში ქართველი შემტევი მოცელეს და მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კამილ ბილინსკიმ ზუსტად შეასრულა და წონასწორობა მეორედ აღადგინა. თუმცა, 90-ე წუთზე იაკუბ გურსკიმპოდბესკიზეს“ მესამედ გაუტანა და ქართველის გუნდი 2:3 დამარცხდა.

პოდბესკიზე“ ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა და მესამე ადგილზე დაწინაურების რეალური შანსი გაანიავა, „კორონა“ კი 22 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. მერებაშვილმა გუნდში მერვე მატჩი ჩაატარა და პირველად გაიტანა.

დატოვე კომენტარი