გიორგი მერებაშვილი - გუნდში ისე მოვედი, შეკრება არ გამივლია, მაგრამ მჯერა, უფრო მოვუმატებ #1TVSPORT
გიორგი მერებაშვილი - გუნდში ისე მოვედი, შეკრება არ გამივლია, მაგრამ მჯერა, უფრო მოვუმატებ #1TVSPORT

პოდბესკიზესშემტევმა, გიორგი მერებაშვილმა კომენტარი გააკეთა პოლონეთის ფორტუნა 1 ლიგის (პირველი ლიგა) მე-8 ტურში კელჩესკორონასთან“ წაგებულ შეხვედრაზე, რომლის გმირიც თავად უნდა ყოფილიყო. 35 წლის ქართველმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც წააგო – 2:3.

გიორგი მერებაშვილმა თამაშიც შეაფასა და მისი ახალი გუნდის მდგომარეობასა და პოტენციალზეც ისაუბრა:

„ძნელია ასეთი მატჩის შემდეგ უცებ ყველაფრის გაანალიზება. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ვფიქრობ, რომ მეტოქეზე უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაფერის შედეგი ვერ მივიღეთ. საბედნიეროდ, ეს მხოლოდ მე-8 ტურია და ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი და შემდეგ თამაშებში პოზიციის გასაუმჯობესებლად ვიბრძოლებთ“, – განაცხადა 35 წლის ქართველმა ლეგიონერმა.

გიორგი მერებაშვილის აზრით, „პოდბესკიზეს“ მთავარ ლიგაში დაწინაურების რესურსი გააჩნია:

„ჩვენ ჩინებული თამაში ჩავატარეთ და გამოჩნდა, რომ გუნდს შეტევაში დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, ცოტა მეტი აგრესია და შემოქმედება გვჭირდება, რათა უფრო ეფექტურები ვიყოთ. ზოგჯერ ხდება, რომ მეტოქეზე უკეთესი ხარ, მაგრამ მაინც ვერ იგებ. დღეს ეს ჩვენ მოგვივიდა. აშკარად არ გაგვიმართლა“.

ქართველმა ლეგიონერმა „პოდბესკიზეში“ მისვლის შესახებ ილაპარაკა:

„ჩვენ ახალგაზრდული და ენერგიული გუნდი გვყავს. პირადად მე კი გუნდში ისე მოვედი, შეკრება არ გამივლია. ასე მხოლოდ მე არ ვარ, მაგრამ დრო ჩვენს მხარეზეა და მჯერა, პირადად მეც მოვუმატებ და ეს შემადგენლობაც. ყოველი მომდევნო მატჩში უფრო და უფრო ძლიერები ვიქნებით და იმედია, გუნდი განვითარდება“.