გიორგი მერებაშვილი „ვისლას“ გულშემატკივრებმა შემოდგომის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
გიორგი მერებაშვილი „ვისლას“ გულშემატკივრებმა შემოდგომის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოკითხვაში მხარი დამიჭირა. ასევე, ჩემს თანაგუნდელებს – მათ გარეშე ასეთი აღიარება შეუძლებელი იქნებოდა“, – ასე გამოეხმაურა გიორგი მერებაშვილი გამოკითხვის შედეგებს, რომელშიც ის სამი თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი პოლონელმა ფანებმა გამოარჩიეს – გიორგი მერებაშვილი ექსტრაკლასას პლოცკისვისლას” გულშემატკივრებმა შემოდგომის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

გამოკითხვა პოლონური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა – „ვისლას“ პრესსამსახურის ცნობით, გამოკითხულთა 65-მა პროცენტმა პირველ ადგილზე გიორგი დაასახელა, მეორე-მესამეზე კი, ურუგვაელი ნიკო ვარელა და დამიან შინანსკი გავიდნენ.