ქართველი სპორტსმენები მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან #1TVSPORT
ქართველი სპორტსმენები მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან #1TVSPORT

„საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – ასე ეხმაურება თბილისში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია.

„საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა“, – ეს „კარლსრუეს“ ქართველი ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის პოსტია.

გიორგი მამარდაშვილი: „არსებობს ერთადერთი გზა – ევროპა“.

მერაბ შარიქაძე: „ევროპა ერთადერთი გამოსავალია!“

ზაზა ფაჩულია: „საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს“.

ზურიკო დავითაშვილი: „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.

ლევან მჭედლიძე: „ჩვენი გზა ევროპაშია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.

თორნიკე შენგელია: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა, იქ ვარ მეც“.

გიორგი მერებაშვილი: „ევროპა ერთადერთი გამოსავალია. დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“.

გიორგი წიტაიშვილმა, გიორგი ქვილითაიამ და გიორგი პაპავამ ერთნაირი პოსტი გამოაქვეყნეს: „არა რუსულ კანონს“.

ანალოგიური შინაარსის განცხადებები მანამდე გაავრცელეს: შოთა არველაძემ, გიორგი მიქაუტაძემ, ანრი მექვაბიშვილმა, ლევან კუტალიამ, ჯანო ანანიძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ჯაბა კანკავამ, საბა კვირკველიამ, ირაკლი აზაროვმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ასევე ზოგიერთმა საფეხბურთო კლუბმა.