„საქართველოს მომავალი ევროპაშია“, – ასე ეხმაურება თბილისში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია.
„საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა“, – ეს „კარლსრუეს“ ქართველი ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის პოსტია.
გიორგი მამარდაშვილი: „არსებობს ერთადერთი გზა – ევროპა“.
მერაბ შარიქაძე: „ევროპა ერთადერთი გამოსავალია!“
ზაზა ფაჩულია: „საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი ევროპისკენ სწრაფვაა! მშვიდობას და თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს“.
ზურიკო დავითაშვილი: „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.
ლევან მჭედლიძე: „ჩვენი გზა ევროპაშია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“.
თორნიკე შენგელია: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი. სადაც ჩემი სამშობლოა, იქ ვარ მეც“.
გიორგი მერებაშვილი: „ევროპა ერთადერთი გამოსავალია. დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“.
გიორგი წიტაიშვილმა, გიორგი ქვილითაიამ და გიორგი პაპავამ ერთნაირი პოსტი გამოაქვეყნეს: „არა რუსულ კანონს“.
ანალოგიური შინაარსის განცხადებები მანამდე გაავრცელეს: შოთა არველაძემ, გიორგი მიქაუტაძემ, ანრი მექვაბიშვილმა, ლევან კუტალიამ, ჯანო ანანიძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ჯაბა კანკავამ, საბა კვირკველიამ, ირაკლი აზაროვმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ასევე ზოგიერთმა საფეხბურთო კლუბმა.