დუბლი და გოლი საკუთარი ნახევრიდან - მერებაშვილმა პოლონეთში გამორჩეული მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
დუბლი და გოლი საკუთარი ნახევრიდან - მერებაშვილმა პოლონეთში გამორჩეული მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთში გამორჩეული მატჩი ჩაატარა და „სანდეციამ“ გასვლაზე პოლკოვიცეს „გურნიკი“ 1:3 დაამარცხა.

გამოცდილი ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო პოლონეთის თასის 1/32 ფინალურ შეხვედრაში, რომლის ძირითადი დროც 1:1 დასრულდა და მატჩის ბედი დამატებულ ტაიმებში გადაწყდა.

გიორგიმ 105-ე წუტზე ეფექტური გოლით გუნდი დააწინაურა, ხოლო 114-ე წუთზე დუბლი შეასრულა და გუნდი 1/16 ფინალში გაიყვანა.

კლუბის ვებგვერდის ცნობით, ქართველმა შემტევმა გასაოცარი გოლი გაიტანა – მერებაშვილმა გამოსული მეკარე დაინახა და დაახლოებით, 60 მეტრიდან კარის ბადის შერხევა მოახერხა.

სამწუხაროდ, მატჩის რეპორტაჟი არ გადაიცემოდა, ვიდეოც ჯერ არ დადებულა და გიორგი მერებაშვილის კარიერაში ამ უნიკალური გოლის ნახვა ჯერ შეუძლებელია.