გიორგი მერებაშვილი - ნაკრებში დაბრუნება ძალიან გამიხარდება, ამისთვის 100 პროცენტით მზად ვარ #1TVSPORT
გიორგი მერებაშვილი - ნაკრებში დაბრუნება ძალიან გამიხარდება, ამისთვის 100 პროცენტით მზად ვარ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩართვისას პოლონური „პობესკიძეს“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი მერებაშვილმა ეროვნული ნაკრების სექტემბრის თამაშებზე ილაპარაკა.

„სამწუხაროა, ნაკრებს ასეთ დღეში რომ ვუყურებთ. მიზეზად ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ერთ-ერთი ის იყო, რომ ფეხბურთელები კონკრეტული მატჩისთვის ვერ მოემზადნენ და შესაფერის ფორმაში არ იყვნენ. სამწუხარო ისაა, რომ მსგავსი რამ ჩვენ ხშირად გვემართება. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალ თამაშებამდე დასკვნებს გამოვიტანთ, შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და უფრო კარგად ვითამაშებთ, ვიდრე სექტემბერში“, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა

„რამდენად არის შანსი, ისევ გიხილოთ ეროვნულ ნაკრებში და თავად მიიჩნევთ თუ არა თავს იმ ფორმაში, რომ ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროთ?“ – გიორგიმ „ტაიმაუტის“ წამყვანის ამ კითხვასაც უპასუხა.

„ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ნაკრებში დაბრუნება ძალიან გამიხარდება. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და დარწმუნებული ვარ, 100 პროცენტით მზად ვარ ნებისმიერი თამაშისთვის. ეს მიწვევა ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იქნება“, – ამბობს „პობესკიძეს“ შემტევი ნახევარმცველი.

დატოვე კომენტარი