პოლონური მედია - მერებაშვილი „პოდბესკიზეში“ ითამაშებს #1TVSPORT
პოლონური მედია - მერებაშვილი „პოდბესკიზეში“ ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი მერებაშვილი ბიელსკო-ბიალასპოდბესკიზეს“ ფეხბურთელი გახდება – ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალ measzyki.pl-ის ჟურნალისტი, ტომას ვლოდარჩიკი ავრცელებს.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში გუნდმა მე-11 მოთამაშე დაიმატა. measzyki-ის ცნობით, გიორგი მერებაშვილი პეტრ იავნას გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

„გიორგი მერებაშვილი პოლონელი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელია. 34 წლის ქართველი ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში პლოცკისვისლაში“ თამაშობდა. მის შემადგენლობაში ჩაატარა 136 მატჩი, გაიტანა 21 გოლი და გააკეთა 25 პასი. „ვისლადან“ წასვლის შემდეგ ქართველი თავისუფალი აგენტი გახდა“, – წერს ტომას ვლოდარჩიკი.

როგორც ტომას ვლოდარჩიკი ამტკიცებს, გიორგი მერებაშვილი უახლოეს დღეებში გაივლის სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევებს, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს.

პოდბესკიზეს“ პირველი ლიგის ახალი სეზონისთვის ახალ გუნდს აშენებს. ექსტრაკლასადან დაქვეითების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა. მათ შორის არიან ფილიპ მოდელსკი, კაროლ დანიელაკი და რაფალ ჯანიკი. ამასთან, კლუბის მენეჯმენტის ამბიციებია ელიტაში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს.