საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები დღეს, 3 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გია ცეცაძის ნაკრები თბილისში უელსს დაუპირისპირდება.
გუნდმა სპარინგებისთვის მზადება 28 მაისიდან დაიწყო.
ახალგაზრდულის მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უელსისთვის შემდეგი შემადგენლობა გამოიძახა:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი), ოთო გოშაძე (დინამო თბ);
მცველები: ცოტნე ნადარაია, ლუკა ლაკვეხელიანი, გია ჩაბრაძე, გაგი მარგველაშვილი (ოთხივე – საბურთალო), დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი (ორივე – დინამო თბ), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ვაჟა ფაცაცია (მერანი);
ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიეტუვა), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა);
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი, გიორგი კოხრეიძე (ორივე – საბურთალო), ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), დავით მუჯირი (ანტალიასფორი, თურქეთი).
საქართველოსა და უელსის ახალგაზრდული გუნდების შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, საქართველო უელსთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 6 ივნისს, მეორე შეხვედრაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.