ქუთაისის „ტორპედო“ - ცეცაძემ გათავისუფლება მოითხოვა, ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება მიზანშეუწონელია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ - ცეცაძემ გათავისუფლება მოითხოვა, ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება მიზანშეუწონელია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ ჯერ საფეხბურთო კლუბი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

„ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია. კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს გადაწყვეტილების მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ“, – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადებაში.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ 5 აპრილს, ხვალ, 15:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კლუბის პრესრუმში პრესკონფერენცია გაიმართება.