გია ცეცაძე - საქართველოს დონეზე „ტორპედოში“ ძალიან კარგი მოთამაშეები დავიმატეთ #1TVSPORT
გია ცეცაძე - საქართველოს დონეზე „ტორპედოში“ ძალიან კარგი მოთამაშეები დავიმატეთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ თვენახევრიანი თურქული შეკრება დაასრულა და დღეს გამთენიისას გეზი საქართველოსკენ აიღო. თურქეთში გია ცეცაძის გუნდმა 5 მატჩი ჩაატარა, 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.

„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ თურქული შეკრება შეაფასა და გუნდის პრობლემად შეთამაშება დაასახელა.

„ვფიქრობ, რომ ყველა რგოლში გავძლიერდით. „ტორპედოს“ შეთამაშება სჭირდება, ხოლო მოთამაშეებს – ადაპტაცია. საქართველოს დონეზე ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და საერთაშორისო დონეზეც არაფერი დაეწუნებათ“, – ამბობს გია ცეცაძე.

„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია, რომ გუნდმა ხასიათი გამოავლინა:

„ყველაზე მეტად კმაყოფილი იმით ვარ, რომ გუნდმა სახე აჩვენა. ახალი შეკრებილები ვართ და ფეხბურთელები ერთმანეთს იცნობენ. „ოლექსანდრიასთან“ ბოლოსწინა შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდის ხასიათი დავინახე, ბიჭები შეკრულები არიან და მეტოქეს არაფერი დაუთმეს. როცა არ აგებ, ეს შედეგი შეიძლება ნორმალურად შეფასდეს“.