„ტორპედოს“ გულშემატკივრების რეაქცია ცეცაძის წასვლაზე - წარმატება ყველაზე მეტად მას უნდოდა #1TVSPORT
„ტორპედოს“ გულშემატკივრების რეაქცია ცეცაძის წასვლაზე - წარმატება ყველაზე მეტად მას უნდოდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოდან“ გია ცეცაძის წასვლას გუნდის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ფანების ჯგუფი, „ჯუნგლები“ სოციალურ ქსელში („ჩვენ ვართ ტორპედო“) გამოეხმაურა. ყოფილ მთავარ მწვრთნელთან დაპირისპირების მიუხედავად, გულშემატკივრებმა გია ცეცაძეს წარმატება უსურვეს.

„ამ ადამიანის გუნდიდან წასვლის პირადი ინტერესი არასდროს გვქონია. უკმაყოფილება დაიწყო მაშინ, როცა გუნდი უარყოფით შედეგებს აჩვენებდა. ასეთ დროს მწვრთნელის შეცვლა აუცილებელია. არავისთვის ახალი არაა ის, თუ რამხელა ისტორიის მქონე კლუბია ქუთაისის „ტორპედო“ და აქ არასდროს შევეგუებით ასეთ შედეგს, რაც დღეს გვაქვს. თან მაშინ, როცა გუნდში ფინანსური პრობლემები მოგვარებულია და ტოპ-დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. არავის გვიხარია, რომ 10 ტურის შემდეგ გუნდი გასავარდნ ზონაშია. ყველა ბედნიერი ვიქნებოდით, ახლა მინიმუმ სამეულში რომ ვიყოთ – არავინ მოითხოვდა მწვრთნელის გაშვებას. მიუხედავად ცუდი შედეგებისა, წარმატებებს ვუსურვებთ გია ცეცაძეს. ალბათ, ყველაზე მეტად მას უნდოდა, რომ გუნდში ბევრისთვის მიეღწია, თუმცა ეს ფეხბურთია და ასე ხშირად ხდება. მადლობა და წარმატებები“, – წერია ქუთაისელი გულშემატკივრების გავრცელებულ წერილში.

საინტერესოა, რომ „ჯუნგლების“ წევრები 2 აპრილს „დინამოსთან“ ეროვნული ლიგის სკანდალურად დასრულებულ შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ.