გორის „დილასთან“ მატჩში „ტორპედოს“ გუნდის ანალიტიკოსი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
გორის „დილასთან“ მატჩში „ტორპედოს“ გუნდის ანალიტიკოსი უხელმძღვანელებს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ დღეს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრას გორში „დილას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე გუნდში ურთულესი მდგომარეობა შეიქმნა.

ცნობილია, რომ დღეს კლუბი ოფიციალურად დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ, მაგრამ „ტორპედოს“ მოედანზე მისი ასისტენტი შოთა ბაბუნაშვილი ვერ გაიყვანს. ის „დინამო თბილისთან“ მომხდარი ინციდენტის გამო დისკვალიფიცირებულია.

სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა ეროვნული ლიგის მეათე ტურის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო, „ტორპედოს“ მწვრთნელის ასისტენტს ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დააკისრა. ასევე ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესეს ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებს – ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძესა და ვაჟა ტაბატაძეს.

ამის გამო, დღეს მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ გორის „დილასთან“ გუნდის ანალიტიკოსი თორნიკე შეყრილაძე გაიყვანს.