ცეცაძე გადადგა - ქუთაისის „ტორპედომ“ მთავარი მწვრთნელის განცხადება დააკმაყოფილა #1TVSPORT
ცეცაძე გადადგა - ქუთაისის „ტორპედომ“ მთავარი მწვრთნელის განცხადება დააკმაყოფილა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე თანამდებობიდან გადადგა – ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

„საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.

ცეცაძე გასული სეზონის ბოლოს დაინიშნა და გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა, მაგრამ „ტორპედოს“ ქომაგები მაინც ითხოვდნენ მის გათავისუფლებას და კახა ჩხეტიანის დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ქუთაისელ გულშემატკივართა ნაწილთან კონფლიქტის გამო ცეცაძეს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და გუნდი ხელახლა „თელავთან“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩზე გაიყვანა.

„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის კანდიდატურად, გავრცელებული ცნობით, გია ჭიაბრიშვილი მოიაზრებოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ მან უარი თქვა.