ქუთაისის „ტორპედოდან“ ცეცაძის მიყვანილი მწვრთნელები გაუშვეს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოდან“ ცეცაძის მიყვანილი მწვრთნელები გაუშვეს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობამ გუნდიდან სამწვრთნელო სტაფის სამი წევრი გაუშვა, სამივე მათგანი გუნდში ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის მიყვანილია.

„კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „ტორპედო“ დაემშვიდობა ანალიტიკოსს, ანდრიუს გიორგობიანს, მეკარეების და ფიზიკური მომზადების მწვრთნელებს, მამუკა აბუსერიძეს და თემურ ლორთქოფანიძეს. ქუთაისის „ტორპედო“ მადლობას უხდის მათ გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს!“, – წერია კლუბის განცხადებაში.

ეს რეალურად იმას ნიშნავს, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლა და დანიშვნაა გადაწყვეტილი. გავრცელებული ცნობებით, გუნდში კახა ჩხეტიანის დაბრუნებას განიხილავენ, რომლის ხელძღვანელობითაც გუნდმა დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია.