არ გვინდა ამის წახალისება და სიძულვილის ენას ვემიჯნებით - ამ ეტაპზე „ტორპედოდან“ ცეცაძე არ გაათავისუფლეს #1TVSPORT
არ გვინდა ამის წახალისება და სიძულვილის ენას ვემიჯნებით - ამ ეტაპზე „ტორპედოდან“ ცეცაძე არ გაათავისუფლეს #1TVSPORT

გია ცეცაძე ამ ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება – ამის შესახებ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე, კლუბის პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ განაცხადა.

„განცხადების ტექსტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ის გვაძლევს თავისუფლებას ადმინისტრაციას, ხელმძღვანელობას, რომ თავისუფლად ვიმოქმედოთ და ხელშეკრულების პირობებით შებოჭილი არ ვიყოთ. ჩვენ გადაწყვეტილების მიღება არ გვიჭირს, უბრალოდ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ფორმა. ცეცაძის განცხადება კი იმიტომ არ დავაკმაყოფილეთ, რომ არ გვინდა ამის წახალისება და სიძულვილის ენას ვემიჯნებით. ვერ მივიღებთ შეურაცხყოფას, როგორც გუნდის წევრების, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში წყალტუბოს „სამგურალთან“ (0:2) საშინაო მატჩის მსვლელობისას, შედეგით უკმაყოფილო გულშემატკივართა ნაწილმა საპატიო სტუმართა ლოჟიდან (ფან-კლუბიჯინგლები“ მომხდართან კავშირში არ არის) გია ცეცაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი მწყობრიდან გამოვიდა და შეურაცხყოფით უპასუხა. ამის გამო მთავარმა არბიტრმა სათადარიგოთა სკამიდან გააძევა, ხოლო „ტორპედოს“ გულშემატკივრები მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.