გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ 2015 წელს მიღწეული ირანის ბირთვული შეთანხმება უნდა შენარჩუნდეს
გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ 2015 წელს მიღწეული ირანის ბირთვული შეთანხმება უნდა შენარჩუნდეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარ გაბრიელის თქმით, შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ ბირთვულ შეთანხმებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინის მხარდაჭერაც აქვს.