მსოფლიოს მეორე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა შეაფასა რაფაელ ნადალის კარიერა ადრეულ წლებში და ტურში მიმდინარე სიტუაცია 15 წლის წინანდელ მდგომარეობას შეადარა.
„რაფა – დაუჯერებელი ჩოგბურთელია. რამდენი ტურნირი ჰქონდა მას მოგებული 19 წლის ასაკისთვის? ოცი? შესაძლოა, ის საუკეთესო თინეიჯერია ჩოგბურთში ბიორნ ბორგის შემდეგ. ლაპარაკია დაუჯერებლად მაღალ დონეზე. სწორედ ასეთი ჩოგბურთელების წყალობით, შემიძლია დავიკვეხნო ასეთი კარიერით.
როცა მე ვიწყებდი, ჩოგბურთში ბევრი მაგარი ბიჭი იყო – ჰიუიტი, როდიკი, ფერერი, კიფერი, ჰაასი და სხვები. არავის უნდოდა ამ სიაში ბოლო ყოფილიყო – ყველას ჰქონდა მაღალი მოტივაცია.
ჩოგბურთში დღესაც იგივე ხდება. შემდეგი თაობის წარმომადგენლები სულ უფრო მეტად სურთ, იყვნენ საუკეთესოები”, – განაცხადა ფედერერმა Tennis World USA-სთან კომენტარში.