ნადალს მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთს“ ბენზემა იმსახურებს #1TVSPORT
ნადალს მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთს“ ბენზემა იმსახურებს #1TVSPORT

„დიდი სლემის“ 20-გზის გამარჯვებული, ლეგენდარული ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მიიჩნევს, რომ წელს „ოქროს ბურთის“ პრესტიჟულ ნომინაციაში გამარჯვებას „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა იმსახურებს.

„აღფრთოვანებული ვარ ბენზემათი, როგორც მოთამაშით, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე რაფაელ ნადალმა. – მისი თავდადებით სპორტისადმი და ასეთი პროფესიონალიზმით. წარმატებას ვუსურვებ და მხარს ვუჭერ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში“.

France Football-მა, გამოაქვეყნა „ოქროს ბურთის“ ნიმინანტთა სია, სადაც მესი, რონალდო და თანამედროვე ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები ქარიმ ბენზემას კონკურენტები არიან.

დატოვე კომენტარი