ნადალი - თვენახევრის წინ ვიტყოდი, რომ ეს ჩემთვის ავსტრალიის ბოლო ღია პირველობაა, მაგრამ ახლა ვგრძნობ, გასაგრძელებლად ძალა მეყოფა #1TVSPORT
ნადალი - თვენახევრის წინ ვიტყოდი, რომ ეს ჩემთვის ავსტრალიის ბოლო ღია პირველობაა, მაგრამ ახლა ვგრძნობ, გასაგრძელებლად ძალა მეყოფა #1TVSPORT

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რაფაელ ნადალმა დანიილ მდვედევი დაამარცხა და კაც ჩოგბურთელებს შორის გახდა პირველი, ვისაც დიდი სლემის ტურნირი 21-ჯერ აქვს მოგებული.

რეკორდსმენმა ჩოგბურთელმა ფინალი შეაფასა, მეტოქე შეაქო და კარიერის გაგრძელებაზეც ისაუბრა:

„ვიცი, რომ დანიილისთვის ეს მძიმე მომენტია, თავადაც ვყოფილვარ მის ადგილზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შენ ამ ტიტულს აუცილებლად მოიგებ, რადგან დიდებული ჩოგბურთელი ხარ.

ეს ჩემს კარიერაში იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მატჩი. ფანტასტიკაა. თვენახევრის წინ გეტყოდით, რომ ეს ჩემთვის ავსტრალიის ბოლო ღია პირველობაა, მაგრამ ახლა ვგრძნობ, გასაგრძელებლად ძალა მეყოფა“, – განაცხადა რაფაელ ნადალმა.