შენ, ლეო მესი განსაზღვრავ სიდიადეს - ფედერერმა მესის და არგენტინას ჩემპიონობა მიულოცა #1TVSPORT
შენ, ლეო მესი განსაზღვრავ სიდიადეს - ფედერერმა მესის და არგენტინას ჩემპიონობა მიულოცა #1TVSPORT

როჯერ ფედერერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შედეგებს გამოეხმაურა – დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ლიონელ მესის და არგენტინის ეროვნულ გუნდს გამარჯვება მიულოცა.

„ზღაპრული არგენტინა! ისევ და ისევ შენ, ლეო მესი განსაზღვრავ სიდიადეს. შენი ყურება პრივილეგიაა. ვულოცავ ლეოს და არგენტინას განსაკუთრებულ და ისტორიულ გამარჯვებას!”, – დაწერა ფედერერმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

41 წლის ფედერერმა 2022 წლის სექტემბერში განაცხადა სპორტიდან წასვლის შესახებ – ლონდონში, დიდ ბრიტანეთში, Laver Cup-ზე გამოსვლის შემდეგ. ფედერერმა გამოსამშვიდობებელი მატჩი წყვილებში ჩაატარა დიდი სლემის 22-გზის ჩემპიონთან, მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერ ესპანელ რაფაელ ნადალთან.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Roger Federer (@rogerfederer)