ფედერერი, შესაძლოა, როლან გაროსიდან მოეხსნას #1TVSPORT
ფედერერი, შესაძლოა, როლან გაროსიდან მოეხსნას #1TVSPORT

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ის, შესაძლოა, როლან გაროსის გათამაშებიდან მოეხსნას, რათა უიმბლდონს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.

„ახლა მე გადაწყვეტილება უნდა მივიღო, გავაგრძელო თუ არა თამაში ტურნირზე, თუ ეს დატვირთვები ჩემთვის ძალინ დიდია, შესაძლოა, რომ ამ ეტაპზე დასვენება ყველაზე კარგი ვარიანტი იყოს. ამ სეზონში ტურნირებს შორის ბევრი დასვენებები არ მექნება, ამიტომ გადაწყვეტილება ჩემი მისაღებია. პარიზში ჩემს მდგომარეობას ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დილას შევაფასებ.

ვარჯიშების დროს ორნახევარი და სამნახევარი საათი გადაბმულად არ მითამაშია. მე ძალიან მინდა, რაფას ან ნოვაკის ადგილზე ვიყო, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ და ტურნირის მოგებას გეგმავენ. მე ეს ყველაფერი რაღაც უფრო მნიშვნელოვანის მოსამზადებლად მჭირდება“, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები Tennis Majors-ს.

39 წლის როჯერი მესამე ტურნირს ატარებს მუხლზე გადატანილი ოპერაციების შემდეგ. როლან გაროსის მეოთხე წრეში ის იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება.