როლან გაროსი, კაცები - მეშვიდე დღის ფაქტები და შედეგები #1TVSPORT
როლან გაროსი, კაცები - მეშვიდე დღის ფაქტები და შედეგები #1TVSPORT

ფაქტები

* პირველად 2006 წლის შემდეგ, როლან გაროსის მერვედფინალში ორი თინეიჯერი გავიდა – იანიკ სინერი და ლორენცო მუზეტი. 19 წლის იტალიელებმა გაიმეორეს ნოვაკ ჯოკოვიჩისა და გაელ მონფილსის შედეგი, რომლებმაც 15 წლის წინ, ასევე 19 წლის ასაკში გააღწიეს მერვედფინალში.

* ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა როლან გაროსის მერვედფინალში, რაც ტურნირის რეკორდია.

* პირველად „დიდი სლემის“ ტურნირების ისტორიაში მერვედფინალურ ეტაპზე სამი იტალიელია წარმოდგენილი – მატეო ბერეტინი, იანიკ სინერი და ლორენცო მუზეტი.

* მატეო პირველი იტალიელია ისტორიაში, ვინც „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირის მერვედფინალში გასულა.

* რაფაელ ნადალი მესამე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც „დიდ სლემზე“ 50 მერვედფინალში გააღწია. მასზე წინ არიან როჯერ ფედერერი (68) და ნოვაკ ჯოკოვიჩი (54).

* ნადალს როლან გაროსზე ზედიზედ 32 სეტი აქვს მოგებული – ეს სერია 2019 წლის ფინალიდან იღებს სათავეს.

* ნადალმა 103-ე მატჩი მოიგო როლან გაროსზე და გააუმჯობესა როჯერ ფედერერის რეკორდი ერთ „სლემზე“ მოგებული მატჩების რაოდენობით. შვეიცარიელს 102 მოგება აქვს ავსტრალიის ღიაზე.

 

კაცები. 1/16 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბერანკისი (ლიეტ)      6:1, 6:4, 6:1

ნადალი (ესპ, 3)-ნორი (ბრიტ)         6:3, 6:3, 6:3

ფედერერი (შვეიც, 8)-კოპფერი (გერ)        7:6(5), 6:7(3), 7:6(4), 7:5

ბერეტინი (იტა, 9)-კვონი (კორ)      7:6(6), 6:3, 6:4

შვარცმანი (არგ, 10)-კოლშრაიბერი (გერ)            6:4, 6:2, 6:1

სინერი (იტა, 18)-იმერი (შვედ)       6:1, 7:5, 6:3

ჩეკინატო (იტა)-მუზეტი (იტა)       3:6, 6:4, 6:3, 3:6, 6:3

შტრუფი (გერ)-ალკარასი (ესპ)        6:4, 7:6(3), 6:2