ჯოკოვიჩი 300 კვირის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია

16:35, 21.12.2020

სერბი ნოვაკ ჩოკოვიჩი ჩოგბურთის ისტორიაში მეორე მოთამაშეა, ვინც მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომრად 300 კვირის განმავლობაში იყო, – ცნობას პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ვებგვერდი ავრცელებს.

პირველ ჩოგნად ჯოკოვიჩზე ხანგრძლივი პერიოდი მხოლოდ ლეგენდარულ შვეიცარიელს, როჯერ ფერდერერს აქვს გატარებული – მის ანგარიშზე 310 კვირაა. ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე კი ამერიკელი პიტ სამპრასია (286 კვირა).

თუ სერბი ჩოგბურთელი 2021 წლის რვა მარტამდე პირველ ნომრად დარჩება, ის ფედერერის რეკორდის დამხობას შეძლებს.

მსგავსი