რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

2022 წლის დიდი სლემის პირველი ტურნირის, ავსტრალიის ღია გათამაშების ფინალში რაფაელ ნადალმა რუსი დანიილ მედვედევი დაძაბულ, ხუთ საათიან დაპირისპირებაში, ხუთ სეტში დაამარცხა და ამ სპორტის ისტორიაში გახდა პირველი კაცი ჩოგბურთელი, ვისაც კარიერაში 21 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული.

შეხვედრის პირველი ორი სეტი რუსის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო შემდეგ ნადალმა შეუძლებელი შეძლო და მეტოქეს ზედიზედ სამ სეტში სძლია.

35 წლის ესპანელმა მწვანე კონტინენტის ღია ჩემპიონატის მოგება 2009 წლის შემდეგ მეორედ შეძლო.ნადალი 13-გზის როლან გაროსის, ოთხჯერ – ამერიკის ღია პირველობის და ორჯერ უიმბლდონის გამარჯვებულია.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველი დიდი სლემის ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია ავსტრალიის ღია პირველობის 9-ზის გამარჯვებულს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელმაც ტურნირის კოვიდრეგულაციები ვერ დააკმაყოფილა.