ნადალი - დიდი პატივია, იყო ნომინირებული წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებაზე, მაგრამ ამას მესი იმსახურებს #1TVSPORT
ნადალი - დიდი პატივია, იყო ნომინირებული წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებაზე, მაგრამ ამას მესი იმსახურებს #1TVSPORT

„დიდი სლემის“ 22-გზის გამარჯვებულმა, რაფაელ ნადალმა კომენტარი გააკეთა წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაზე, რომელშიც ლიონელ მესისთან ერთად მოხვდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებაზე ვარ ნომინირებული, მაგრამ ამას ლეო მესი იმსახურებს“, – განაცხადა რაფაელ ნადალმა.

ნადალთან და მესისთან ერთად, წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში მოხვდნენ – სტეფ კარი (კალათბურთი), კილიან მბაპე (ფეხბურთი), მაქს ფერსტაპენი (ფპრმულა 1), არმან დიუპლანტისი (მძლეოსნობა).