საქართველოს ნაკრები 2022 წლის ATP Cup-ზე ფედერერის დახმარებით მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ATP Cup-ზე ფედერერის დახმარებით მოხვდა #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) გადაწყვეტილებით, ATP Cup-ში 24-ის ნაცვლად, მონაწილეობას 16 ნაკრები მიიღებს. ქართველი ჩოგბურთელები ავსტრალიაში გასამართ ტურნირში როჯერ ფედერერის ტრამვის გამო იასპარეზებენ.

ATP Cup-ში მონაწილე გუნდებს შორის საქართველო მე-16 ადგილზე აღმოჩნდა, რაც შეჯიბრის გამოტოვებას ნიშნავდა, რადგან რეიტინგში ჩვენზე უკან მყოფმა მასპინძელმა, ავსტრალიის ნაკრებმა ტურნირზე აუცილებლად უნდა ითამაშოს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი სწორედ როჯერ ფედერერის ტრავმის გამო (ფედერერი რეიტინგის მე-16 ნომერია) გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან როჯერი და შვეიცარიის ნაკრები ტურნირს გამოტოვებენ.

ATP Cup-ში მონაწილე 16 ნაკრები: სერბეთი, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ნორვეგია, პოლონეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრია, ჩილე, საფრანგეთი, საქართველო, ავსტრალია.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი პირველად 2020 წელს გაიმართა და მაშინ შეჯიბრზე საქართველომაც მიიღო მონაწილეობა.

ATP Cup-ის პირველი გათამაშების გამარჯვებული სერბეთის ნაკრებია, რომელმაც ფინალში ესპანეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა. 2021 წლის იანვარში კი პანდემიის გამო ტურნირში მხოლოდ 12 გუნდმა ითამაშა.

2022 წლის შეჯიბრს ქალაქი სიდნეი 1-9 იანვარს უმასპინძლებს.