ზვერევმა ნადალი დაამარცხა და პარიზის მასტერსის ფინალში მედვედევს შეხვდება

14:29, 08.11.2020

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე პარიზის მასტერსის ნახევარფინალში მსოფლიოს ყოფილი პირველი და ამჟამად მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი ალექსანდ ზვერევთან ორ სეტში დამარცხდა – 4:6 5:7.

რეიტინგის მეშვიდე ნომერი გერმანელი ჩოგბურთელი ფინალში დანილ მედვედევს დაუპირისპირდება. რუსმა ნახევარფინალში კანადელი მილოშ რაონიჩი ანგარიშით 6:4 7:6 დაამარცხა.

ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, დიდი სლემის ტურნირების 17-გზის მფლობელი ნოვაკ ჯოკოვიჩია. შეგახსენებთ, რომ სერბს პარიზის მასტერსის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მსგავსი