ელიგა | გია ცეცაძე - ვფიქრობ, „რუსთავმა“ დამსახურებლად გაიმარჯვა #1TVSPORT
„რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცეცაძემ კომენტარი გააკეთა „იბერიასთან“ მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ, რომლის შედეგადაც მისი გუნდი პირველ ადგილზე დაწინაურდა.
ცეცაძემ ასევე ისაუბრა ვაჟა ფაცაციაზე, რომელმაც „იბერიას“ გადამწყვეტი გოლი 90-ე წუთზე დაახლოებით 60 მეტრიდან გაუტანა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.
„მოვიგეთ თამაში და 3 ქულა ავიღეთ. არ მოგატყუებთ და ამას ვგეგმავდით, რადგან ჩემი გუნდის მჯერა და ყოველთვის მაქვს იმედი, რომ ეროვნულ ლიგაში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ.
მეორე ტაიმში მაღალი პრესინგით თამაშმა შედეგი გამოიღო და ანგარიში გავათანაბრეთ. ამ დროს ფაცაციამ სასწაული გოლი გაიტანა. მან ის გამოავლინა, რაც ფეხბურთში მთავარია – გამჭრიახობა, მომენტის სწორი შეფასება და რა თქმა უნდა, შესრულების უნარი“.