„დინამო თბილისმა“ ფრანგი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ფრანგი ლეგიონერი დაიმატა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნისას განაცხადა, რომ ლეგიონერებს დაიმატებდა და ეს პროცესი უკვე დაიწყო. გუნდმა ფრანგი შემტევი ნახევარმცველი მაქსიმ ტეიშეირა დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

29 წლის ფეხბურთელმა თბილისურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტეიშეირა ბოლოს კვიპროსულ „კრასავას“ ღირსებას იცავდა. მისი საფეხბურთო კარიერა საფრანგეთში დაიწყო, შემდეგ დონეცკის „ოლიმპიკში“ გამოდიოდა. იცავდა ფრანგული „სოშოსა“ და „ამიენის“ ღირსებას, ასევე უთამაშია სერბულ „ბელგრადში“.

მაქსიმ ტეიშეირა იყო საფრანგეთის 19 წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც სამი მატჩი (ერთი გოლი) აქვს ჩატარებული.