ეროვნული ლიგის მე-17 ტური „პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა – „გაგრამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
„გაგრამ“ შესვენებამდე ანდრი ანდრეიჩუკის და სანდრო ფეიქრიშვილის ზუსტი დარტყმებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – 2:0.
„დინამო თბილისმა“ მეორე ტაიმში საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ შესანიშნავად თამაშობდა მეკარე ვორობეი და „გაგრა“ არაერთხელ გადაარჩინა. თბილისელებმა სხვაობა მხოლოდ 84-ე წუთზე, ლეონარდუ სანტუშის გოლით შეამცირეს.
საბოლოოდ, „გაგრამ“ გორის „დილას“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შემდეგ ელიგის კიდევ ერთი ფავორიტი დაამარცხა და 17 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-9 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ გაგრელებმა ზედიზედ მეოთხედ სძლიეს „დინამოს“, რომელიც მეოთხე პოზიციაზეა.