ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „სამგურალმა“ „ტორპედო“ დაამარცხა, „რუსთავმა“ „მეშახტეს“ სძლია #1TVSPORT
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „სამგურალმა“ „ტორპედო“ დაამარცხა, „რუსთავმა“ „მეშახტეს“ სძლია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-17 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

თბილისის „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ „რუსთავმა“ ტყიბულის „მეშახტე“ მიიღო და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. მასპინძლებს გამარჯვება 73-ე წუთზე ავთანდილ გუჯაბიძემ მოუტანა, რომელმაც ტყიბულელთა კარში დანიშნული პენალტი უნაკლოდ შეასრულა.

წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში „სამგურალმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ 2:1 სძლია. კლაუდიო სებოლინიას (31) და მათე შათირიშვილის (52) გოლებს ქუთაისელებმა კომნენ ანდრიჩის (78) დარტყმით უპასუხეს, მაგრამ „ტორპედოს“ სორი მანე (83) გაუძევეს და თამაში ვერ გადაარჩინეს.

მე-17 ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა დარჩა გასამართი – 14 ივნისს, 20:00 საათზე „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ „გაგრა“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.