ეროვნული ლიგა | ჩემპიონმა „იბერიამ“ „სპაერი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ჩემპიონმა „იბერიამ“ „სპაერი“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება მე-17 ტურით განახლდა. „იბერიამ“ „სპაერს“ უმასპინძლა და მეტოქესთან ქულები გაინაწილა – 1:1.

მოქმედმა ჩემპიონმა ლიგის დებიუტანტთან შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყო და მე-19 წუთზე ანდრია ბართიშვილის ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდა. თუმცა, „სპაერმა“ შესვენების შემდეგ თამაში გამოასწორა და 59-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანის ზუსტი დარტყმით ქულა გადაარჩინა.

მე-17 ტურის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში 31 ქულით „იბერიამ“ ლიდერობა შეინარჩუნა, „სპაერი“ კი სატურნირო ცხრილის ხუთეულში დაწინაურდა.