საქართველოს ვიცე-ჩემპიონის, გორის „დილას“ ხელმძღვანელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყეს – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
საფეხბურთო პორტალის ცნობით, ლევან კორღალიძემ გუნდში მისვლიდან არასრულ 1 თვეში გუნდი დატოვა, ხელმძღვანელობას კი წასვლის თხოვნით თავად მიმართა.
Geo Team-ის ინფორმაციით, გორის „დილას“ მენეჯმენტის გეგმებში ევროთასების დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში მთავარი მწვრთნელის შეცვლა არ შედიოდა.
მაგრამ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტისთვის „დილაში“ გატარებული პერიოდი უიღბლო გამოდგა – მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 4 მატჩი ჩაატარა, მათგან 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.
ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში გორის „დილა“ ახალი მწვრთნელის დანიშვნაზე მუშაობს. გავრცელებული ცნობით, აქცენტი უცხოელ მწვრთნელზე გაკეთდება.