ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „დილამ“ მეორე წრე მოგებით დაასრულა #1TVSPORT

22:24, 16.06.2026

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო ტური გორში გამართული მატჩით დაიწყო – „დილამ“ „სპაერი“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.

ანგარიში გორელებმა გახსნეს – „დილას“ შეტევა მე-14 წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა დააგვირგვინა. 44-ე წუთზე თემურ ცალუღელაშვილმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ გორელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ეს შედეგში ასახეს. 65-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში აბდულმალიკ ოლატუნჯიმ (82) დააფიქსირა.

გორის „დილამ“ 23 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილს იკავებს, „სპაერი“ კი 21 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

მსგავსი