ეროვნული ლიგა | ხარებაშვილის და ბართიშვილის სატრანსფერო ფასები მკვეთრად გაიზარდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ხარებაშვილის და ბართიშვილის სატრანსფერო ფასები მკვეთრად გაიზარდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშის, საბა ხარებაშვილის შეფასებამ 2 მილიონ ევროს გადააჭარბა, ანდრია ბართიშვილის შეფასებამ – მილიონს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას ძმის, თორნიკეს ტრანსფერის ღირებულება პირველად დაადგინეს.

შეფასება სამენეჯერო ინტერნეტპორტალმა, transfermarkt-მა გამოაქვეყნა. 17 წლის ხარებაშვილის ტრანსფერის ფასი საქართველოს ნაკრებში თამაშების შემდეგ 2,5 მლნ ევრო გახდა, ნაცვლად 1,2 მლნ-ისა.

17 წლის ანდრია ბართიშვილის გრაფაში (150 ათასი იყო) 1,5 მლნ გახდა, ანუ „იბერიის“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელის შეფასება 10-ჯერ გაიზარდა.

16 წლის თორნიკე კვარაცხელიას ტრანსფერის ღირებულება კი პირველად განსაზღვრეს და 500 ათასად შეაფასეს.

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეები

1 საბა ხარებაშვილი, „დინამო თბილისი“ 2.50 მილიონი ევრო

2 ანდრია ბართიშვილი, „იბერია“ 1.50

3 გიორგი გვასალია, „დინამო თბ.“ 0,800

4 კომნენ ანდრიჩი, „ტორპედო“ 0,600

5 გიორგი არაბიძე, „ტორპედო “ 0,600