ბრიტანეთში ვიზიტის დასასრულს დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში გოლფი ითამაშა
ბრიტანეთში ვიზიტის დასასრულს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შოტლანდიაში გოლფი ითამაშა.
„შესანიშნავი ამინდი და ადგილი. ხვალ ჰელსინკიში მივდივარ, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად“,- დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ზე თამაშის დასრულების შემდეგ.
Turnberry-ის გოლფის მოედანთან ათობით დემონსტრანტი მივიდა, შეძახილებით „არა ტრამპს“. ტერიტორიაზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ВВС-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შოტლანდიას დღის მეორე ნახევარში დატოვებს. დონალდ ტრამპი საღამოს ჰელსინკიში ჩაფრინდება.
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჰელსინკიში, 16 ივლისს შეხვდებიან.