ტაიგერ ვუდსი ვერ იხსენებს მანქანის მართვისა და ავტოავარიის მომენტს #1TVSPORT
ტაიგერ ვუდსი ვერ იხსენებს მანქანის მართვისა და ავტოავარიის მომენტს #1TVSPORT

ლეგენდარულმა ამერიკელმა გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა განაცხადა, რომ არ ახსოვს საჭესთან ჯდომისა და მანქანის მართვის მომენტი ავტოავარიის დროს, რომელიც ლოს ანჯელესთან ახლოს მოხდა. ამის შესახებ გაზეთ „ნიუ იორკ პოსტს“ უთხრა ლოს ანჯელესის ოლქის პოლიციის შერიფის თანაშემწემ იოჰან შლეგლმა.

ავარია 23 თებერვალს მოხდა. ვუდსმა მარჯვენა ფეხზე სერიოზული დაზიანებები მიიღო, მათ შორის, ღია მოტეხილობა. გოლფისტმა ხანგრძლივი ოპერაცია გადაიტანა.

„შერიფის თანაშემწემ ჰკითხა მას ავარიის დეტალების შესახებ. მძღოლმა განაცხადა, რომ არაფერი ახსოვს და იმასაც კი ვერ იხსენებს, როგორ მართავდა ავტომობილს“, – თქვა შლეგლმა.

ტაიგერ ვუდსი 45 წლისაა. ის 683 კვირის განმავლობაში იყო მსოფლიოს რეიტინგის პირველ ადგილზე, რაც აბსოლუტური რეკორდია. ვუდსის ანგარიშზეა 15 გამარჯვება „დიდი სლემის“ ტურნირებზე.