ბრიტანეთში ვიზიტის დასასრულს დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში გოლფი ითამაშა

12:30, 15.07.2018

ბრიტანეთში ვიზიტის დასასრულს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შოტლანდიაში გოლფი ითამაშა.

„შესანიშნავი ამინდი და ადგილი. ხვალ ჰელსინკიში მივდივარ, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად“,- დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ზე თამაშის დასრულების შემდეგ.

Turnberry-ის გოლფის მოედანთან ათობით დემონსტრანტი მივიდა, შეძახილებით „არა ტრამპს“. ტერიტორიაზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ВВС-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შოტლანდიას დღის მეორე ნახევარში დატოვებს. დონალდ ტრამპი საღამოს ჰელსინკიში ჩაფრინდება.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჰელსინკიში, 16 ივლისს შეხვდებიან.

მსგავსი