კაჭრეთმა სამოყვარულო გოლფის ტურნირს უმასპინძლა #1TVSPORT
კაჭრეთმა სამოყვარულო გოლფის ტურნირს უმასპინძლა #1TVSPORT

კაჭრეთმა საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის ორგანიზებულ „გოლფ 4 ბიზნეს“ სერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა – სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთი გოლფ რესორტში“ განხორციელებული პროექტის მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და ბიზნეს სამყაროსთან თანამშრომლობა იყო.

მასტერკლასის პროფესიონალმა მწვრთნელებმა, ვატო შენგელიამ და სტივენ ფრაგამ მონაწილეებს გოლფის საფუძველი გააცნეს, შემდეგ იყო ტურნირი მინი-გოლფში და სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები ტურნირის პარტნიორებისგან.

„გოლფი და ბიზნესი ძალიან ლოგიკურად და უკვე დიდი ხანია ერთმანეთთან ასოცირდება, ჩვენი მიზანია უფრო მეტი ადამიანი და კომპანია ჩავრთოთ სპორტის ამ შესანიშნავ სახეობაში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ გოლფის პოტენციალი ბიზნესის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის“ – ტურნირით კმაყოფილია საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი.

ნანა ჯანაშია, CENN აღმასრულებელი დირექტორი: „ორგანიზატორებს მადლობა მინდა გადავუხადო საინტერესო ტურნირისთვის. ეს იყო კარგი ინიციატივა გოლფის პოპულარიზაციისათვის, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრისა და კარგ გარემოში უქმეების გატარებისათვის“.