ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო. დღეს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარებულიყო, სადაც დეპუტატებს მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილი ხელფასების ზრდის საკითხი უნდა დაემტკიცებინათ.
სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენელი ორი დეპუტატი არ გამოცხადდა, კერძოდ ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი. მიზეზი მათი ჯანმრთელობის პრობლემა იყო.
საკრებულოს თავმდჯომარე ზაზა ჩაჩანიძემ სხდომა ხვალისთვის გადადო. რიგგარეშე სხდომას 13 დეპუტატი ესწრებოდა.