ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე მერიის თანამშრომლების ხელფასები დამტკიცდა
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე მერიის თანამშრომლების ხელფასები დამტკიცდა

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სამთვიანი ლოდინისა და ხმაურიანი სხდომების შემდეგ, მერიის თანამშრომლების ხელფასები და საშტატო ნუსხა დაამტკიცეს.

მერის ხელფასი უცვლელი დარჩა და განისაზღვრა 2650 ლარით, მერის მოადგილეს ხელფასი 400 ლარით, სამსახურის უფროსებს 300 ლარით, ხოლო რიგით თანამშრომლებს კი 100-დან 200 ლარამდე გაეზარდათ.

ბორჯომის საკრებულოს სხდომა 25 აპრილს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 9 მარტს დანიშნული ბორჯომის საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდა. საკრებულომ მერიის მიერ მიწოდებული დოკუმენტი, სადაც თანამშრომლების ხელფასები და საშტატო ნუსხა უნდა დაემტკიცებინათ, სხდომის განხილვის გარეშე თვითმმართველ ორგანოს უკან დაუბრუნა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ განმარტა, მერიის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილი ხელფასების რაოდენობა არაადეკვატურად გაზრდილი იყო.