ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ
ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ

ბორჯომის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომელზეც ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

როგორც ცნობილია, კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გოგიჩაიშვილია.

კენჭისყრა ფარული იქნება და თავმჯდომარის ასარჩევად 15 დეპუტატის ხმაა საჭირო. თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, საკრებულოს წევრები კიდევ ორ საკითხს, მერიის თანამშრომლების ხელფასებისა და ფრაქციების დარეგისტრირებას განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს 19 ხმით ორის წინააღდეგ საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო, დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.

ბორჯომის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.