ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს.

გოგიჩაიშვილს საკრებულოს 21-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ერთმა კი არა.

კენჭისყრა ფარული იყო. სხდომას არ ესწრებოდა ბორჯომის საკრებულოს ექვსი წევრი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიის“, „ევროპული საქართველოსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები. თავმჯდომარის ასარჩევად 15 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს მოადგილეც აირჩიეს.

20 მომხრე, 2 წინააღმდეგი – გიორგი გოგიჩაიშვილის მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ოთარ არბოლიშვილი გახდა.

შეგახსენებთ, 28 მარტს 19 ხმით ორის წინააღდეგ საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო, დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.