ბორჯომის საკრებულოსთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
ბორჯომის საკრებულოსთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

ბორჯომის საკრებულოსთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

როგორც შსს-ში გუშინ განმარტეს, გადაწყვეტილება უწყებამ საკრებულოს თანამშრომლების წერილობითი მიმართვის საფუძველზე მიიღო.

საკრებულოს სხდომა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

21 მარტს საკრებულოს აპარატში დარეგისტრირდა განცხადება, რომლითაც საკრებულოს 15 დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვს. აქედან 13 „ქართული ოცნების“, ხოლო ორი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო.

28 დეპუტატიდან თავმჯდომარის გადაყენებას მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს. კენჭისყრა ფარული იქნება.

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც ოპოზიცია უმრავლესობას წარმოადგენს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია, 13 – „ქართული ოცნების“. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.